პარასკევი, აპრილი 26, 2024

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგება ,,ქართული ოცნება“, ვერცერთ შემთხვევაში” – გიორგი ვაშაძე

ევროკავშირის საელჩოში ოპოზციასთან შეხვედრები მიმდინარეობს. განსახილველი თემა არის შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც, დიპლომატების შეფასებით, კვლავ ძალაშია და თუ მმართველი პარტია აიღებს 43%-ზე ნაკლებს, მოუწევთ რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნების დანიშვნა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ:

,,ჩვენ გვაქვს ახლა ორადორი მიზანი კონკრეტულად მისაღწევი, მოდით გულწრფელად ვთქვათ, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები – სექტემბერში და მეორე – 43%-ზე ნაკლებს, როცა აიღებს ,,ქართული ოცნება“, დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგება ,,ქართული ოცნება“, ვერცერთ შემთხვევაში და ამაში სრული მხარდაჭერა გვექნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს – შეთანხმება მათთვის ძალაშია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული