spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე - არავის ვეჯიბრები, ბედნიერი ვარ, რომ...

კახა კალაძე – არავის ვეჯიბრები, ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის ყველაზე რეიტინგულ ქართველ პოლიტიკოსად დასახელდა, პირველი შეფასება გააკეთა.

კახა კალაძის განცხადებით, მან კარგად იცის ამომრჩეველთა განწყობები სწორედ იმ უწყვეტი და მჭიდრო ურთიერთობების შედეგად, რომელიც მას თბილისის მოსახლეობასთან აქვს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბედნიერია იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც მოსახლეობისგან მუდმივად გრძნობს.

მისივე თქმით, პოლიტიკოსის საქმიანობის შეფასების საუკეთესო გზას არა კვლევები, არამედ არჩევნები წარმოადგენს.

აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ მე არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობა ჩემ მიმართ და ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ურთიერთობა, რომელიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან. უამრავი შეხვედრა მქონდა ყველა რაიონში, წლების განმავლობაში არ გამიწყვეტია ეს კომუნიკაცია ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის მის მიმართ საზოგადოების განწყობა და არსებული დამოკიდებულება მნიშვნელოვანია.

ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული და კეთილგანწყობა, რაც მოდის მოსახლეობისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული, გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებენ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები.

მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს აქვს რეალური შესაძლებლობა, ღირსეულად უპასუხოს გამოწვევებს. შესაბამისად, არჩევნები საუკეთესო გამოსავალია, მოხდეს კონკრეტული პარტიების და პოლიტიკოსების შეფასება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“სომხეთში ომი არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ…” – ნიკა გვარამია

სომხეთში იმართება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით” – კახა კალაძე:

„მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...