შაბათი, მარტი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიანინო წილოსანი: ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება საგრძნობლად აამაღლებს...

ნინო წილოსანი: ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება საგრძნობლად აამაღლებს სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების მოსავლიანობას

დეპუტატებმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიის, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კოლეგებს კანონპროექტის არსი გააცნო და განაცხადა, რომ პროექტით რეგულირდება, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მინიჭებასთან, ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, აღრიცხვასთან, სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

მისი თქმით, მოხდება ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც საგრძნობლად აამაღლებს სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების მოსავლიანობას.

მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება, რადგან უდიდესი ნაწილი ქარსაცავებისა განადგურებულია და ეს ხელს უშლის აგრარული სექტორის განვითარებას ისე როგორც საჭიროა. ამიტომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა ჩვენი მხრიდან უმნიშვნელოვანესია, წლები მზადდებოდა ეს კანონი და ასევე აუცილებელია, რომ კომიტეტმა და პარლამენტმა უკეთ ვიზრუნოთ ამ კანონის სწორად აღსრულებაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

დღევანდელ სხდომაზე ნინო წილოსანმა დეპუტატებს პირველი მოსმენით განსახილველად გააცნო კანონპროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტით იხვეწება და ზუსტდება მთელი რიგი ტერმინები. კერძოდ, ზუსტდება ტერმინები: „მცირე ბიზნესი“, „ვეტერინარი“ და „ვეტერინარი-ტექნიკოსი“. აგრეთვე, კოდექსს ემატება ახალი ტერმინების: „მცენარეთა დაცვა“, „სპირტიანი სასმელი“, „სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი“, „სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატი“ და „რეფერენტული გამოცდა“ განმარტება.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტით ასევე წესრიგდება ვეტერინარული საქმიანობის რეგულირებასთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომაზე იმსჯელეს პაკეტში შემავალ თანმდევ კანონპროექტებზე და კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია!”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ე.წ. ,,პიჯაკების საქმეზე”...

“ქოცნახირო, როგორ მოგეწონათ თემურ-ლენგის მემორიალთან ყვავილებით მისული ჩვენი ბრუტალური იკაკო?” – დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა მთავრობის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...