პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პოზიცია დააფიქსირა ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გუშინ თოქ-შოუ “მთავარ აქცენტებში” სუს-ის მოსმენებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციებთან მიმართებაში:

,,ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს.

არის რაღაცა ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს გაახსენდათ საკუთარი წარსული. ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად საზოგადოებას და ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: კვირას ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში, თოქ-შოუ “მთავარ აქცენტებში” არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სკანდალური ინფორმაციები გააჟღერა, რაზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ სუს-ი უკანონო მოსმენებს ახორციელებს საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან მიმართებაში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული