ორშაბათი, მაისი 12, 2025
16.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება" - ირაკლი...

“გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რთველის სამზადისთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება. შედეგად, 1 კგ რქაწითელის ღირებულება იქნება, არანაკლებ 0,90 ლარისა.

ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები. მე მინდა, ფაქტები მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას – ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. ეს არის სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ვუთხრათ, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში იყო – 39. 2020 წელს 350 ღვინის კომპანიაა, ამაში შედის ღვინის მარნები, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები. მთლიანობაში, კახეთის რეგიონისთვის, მეღვინეობიდან გამომდინარე 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა. 323 მილიონი შევიდა კახეთის რეგიონში, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს საკუთარ ჯიბეზეც“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს – 283 ათასი ტონა ყურძენი.

ასეთი სხვაობა, ამხელა პროგრესი გვაქვს ამ დარგში. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიმკით და ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად გვესმის, ლევან დავითაშვილმა შეაფასა ქვეყანაში არსებული სიტუაცია, წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას და ჩვენი ინფორმაციით, აშკარაა, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს ჭარბი მოსავლის გამო, რომელიც წინა წლებშიც ჰქონდათ. მათ, შეიძლება, გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია და სწორედ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. 1 კგ რქაწითელი ეღირება არანაკლებ 0,90 ლარისა, აქედან კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებენ 0,35 ლარს, ანუ რეალურად, მოსახლეობა მიიღებს ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 0.90 ლარი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაიხსნა ევროკავშირის, რუსეთის და ჩინეთის ბაზრები, რაც აისახა კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე.

სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით ჩვენ გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის. მაგალითად, 2012 წელს დაკეტილი იყო ყველა ბაზარი პრაქტიკულად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო ევროკავშირის ბაზარი, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი მეღვინეებისთვის, რომ ყოველგვარი ტარიფის გარეშე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. მეორე – რუსეთის ბაზარი გავხსენით, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეღვინეებისთვის. ჩინეთის ბაზარი – ჩინეთთანაც მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, აისახა ჩვენი კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...