სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითბილისის მერმა ოლიმპიურ ნაკრებს მიღწეული წარმატება აეროპორტში პირადად...

თბილისის მერმა ოლიმპიურ ნაკრებს მიღწეული წარმატება აეროპორტში პირადად მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს, გულშემატკივრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ტოკიოს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა:

ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ და მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც გაუხარდა მათი წარმატება და გამარჯვება. ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქ არის ან სახლიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს, ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გამარჯვებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში დღეს დაბრუნდა ძიუდოს ნაკრები, მათ შორის: ლაშა ბექაური – ოლიმპიური ჩემპიონი; ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი – ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები; კრივის ნაკრები, ასევე, ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის მონაწილე, 1988 წლის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც სპორტული კარიერა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობით დაასრულა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...