spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო კვლავინდებურად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მნიშვნელოვან...

“საქართველო კვლავინდებურად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მნიშვნელოვან პრიორიტეტულ ადგილს იკავებს” – დავით ზალკალიანი

აშშ-ის წარმოამდგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფოს საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტის ვერსია დაამტკიცა, სადაც მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა საქართველოსთან მიმართებაში. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა:

,,საქართველო კვლავინდებურად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მნიშვნელოვან პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება პრიორიტეტულია ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის.

ისევე, როგორც აშშ-სთვის მნიშნელოვანი საკითხია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. რა მიმართულებითაც იგი ქმედით დახმარებას უწევს საქართველოს“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

ინფორმაციისთვის: 2021 წლის 28 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია.

წარმომადგენელთა პალატის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით.

2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული.

აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...