spot_img
მთავარიარჩევნებისაარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ იქნება შესაძლებელი

საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ იქნება შესაძლებელი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალი სერვისი სწორედ ჩართული მხარეებისთვის პროცედურების გამარტივების მიზნით დანერგა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საჩივრის ელექტრონულად წარდგენის (ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში) პროცედურებს დეტალურად გაეცნენ.

ისინი ასევე გაეცნენ განახლებულ ინფორმაციას – თუ როგორ ხორციელდება ელექტრონული განაცხადების წარდგენა მათი დამკვირვებლების რეგისტრაციის მიზნით როგორც ცენტრალურ, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში.

საარჩევნო პერიოდში მედია აკრედიტაციის მისაღებად ზემოაღნიშნულ საკითხზე დღესვე შეხვედრა შედგა მედიაორგანიზაციებთან. მათ დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენად იოლი და გამარტივებულია მათი წარმომადგენლებისთვის ელექტრონულად აკრედიტაციის მიღება არჩევნების ეფექტურად გაშუქებისთვის.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვას, პროცედურების გამარტივებას საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის და რა თქმა უნდა, მათთვის უსაფრთხო, სანდო და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას.

ინფორმაციას ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...