პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი არ გაურბის პასუხიმგებლობას, თუმცა შეთანხმებული საკითხების განხილვა მოხდება კონსტიტუციის ფარგლებში და არა შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით. ამასთან პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში თუკი არის დაფიქსირებული უკმაყოფილება და შეშფოთება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამაში არაფერია სასიამოვნო:
,,შეშფოთებული ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის, მაგრამ არ შეიძლება, რომ ერთი მხრივ გქონდეს აღებული ვალდებულებები და მეორე მხარეს უყურებდე როგორ ანგრევს ქვეყანას, დესტაბილიზაციის გეგმებს ალაგებს და ანვითარებს.
ეს არის რეალობა, რაც შეიქმნა და ამ რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა.
პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის. საკითხები, რომელიც არის შეთანხმებული, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ კონსტიტუციის ფორმატში და არა იმ შეთანხმების ფორმატში, რომელსაც მთავარი ოპონენტი არ უჭერს მხარს და დატოვა მის მონაწილედ მხოლოდ პარტიები, რომლებსაც 10%-ის წილი გააჩნია პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხდა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


