შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციავლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადება ყოვლად მიუღებელია – პაატა დავითაია

ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადება ყოვლად მიუღებელია – პაატა დავითაია

საქართველოს “ეროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებას ეხმაურება. პაატა დავითაიას მიაჩნია, რომ გენერალური შტაბის უფროსის მიერ დაფიქსირებული პოზიცია შეესაბამება რუსეთის ფედერაციის დღის წესრიგს და ჩაჩიბაიამ აუცილებლად უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

“ყოვლად მიუღებელია ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადება, სადაც ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ კონფლიქტებს შიდა სამოქალაქო ომად მოხსენიებს. ასეთი ნაბიჯი არის რუსეთის ფედერაციის დღის წესრიგი. იმედს ვიტოვებ, რომ იგი თავის ნათქვამს განმარტავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, რუსეთი ახორციელებს ფართომასშტაბიან შეტევას საქართველოს წინააღმდეგ . ეს ასახულია დროებითი საპარლამენტო კომისიიის სამართლებლივ დასკვნაში, ასევე, ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი ომისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებობდა, ატარებდა რიგ ღონისძიებებს საქართველოს წინააღმდეგ, რისი შედეგიც არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ყველა საერთაშორისო ფორმატში, ყველგან, სადაც ამის საშუალება გვეძლეოდა, ჩვენ სწორედ ამ ტერმინის დამკვიდრების წინააღმდეგ ვმოქმედებდით. საპირისპიროს აკეთებდა რუსეთი – ის აქტიურად იყენებდა ამ ნარატივს.
მინდა ეს მოვლენები შევახსენო ჩაჩიბაიას და ვთვლი, რომ უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ ეს მისი მხრიდან იყო შეგნებული და გააზრებული შეფასება, მან უნდა დატოვოს პოსტი!” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისათვის: ქვეყნის შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ, ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...