ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიპარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მარტოხელა მშობლის სტატუსის გაფართოებასთან...

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მარტოხელა მშობლის სტატუსის გაფართოებასთან დაკავშირებით მუშაობას დაიწყებს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, პარტნიორი დონორი ორგანიზაციის – გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან ერთად, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით აუცილებელია ცვლილებების განხორციელება და ამ მიმართულებით საბჭო მუშაობის დაწყებას გეგმავს.

დღესდღეობით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ადამიანების ძალიან ვიწრო წრეს ფარავს, მათ შორის, არ ფარავს მარტოხელა მამებს და ვრცელდება მხოლოდ დედებზე, გამომდინარე იმ კონკრეტული კრიტერიუმებიდან, რის მიხედვითაც ამ სტატუსის მინიჭება ხდება. ასევე, არ ფარავს ბევრ სხვა შემთხვევას, რომელიც, გარკვეულწილად, განპირობებულია საზოგადოებაში მარტოხელა მშობლის სტიგმატიზებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ოფიციალურად საბუთებში ჩაწერილი ჰყავდეს მამა, არ ნიშნავს, რომ მარტოხელა დედა არ ზრდის ამ ბავშვს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხს ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც იურიდიულ ჩანაწერს, არამედ როგორც სოციალური ზრუნვის ნაწილს. რა თქმა უნდა, ამ თემას, დიდწილად, მარტოხელა დედებზე ზრუნვის კომპონენტად აღვიქვამთ იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ მათ ექმნებათ პრობლემები, თუმცა, ასევე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ დღევანდელი ჩანაწერი არ მოიცავს მარტოხელა მამებისთვის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრის დროს განხილული იყო საკანონმდებლო დონეზე მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება.

სამუშაო შეხვედრაზე მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...