spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვოლსკი - ეს ქვეყანა არ არის პოლიტიკური...

გიორგი ვოლსკი – ეს ქვეყანა არ არის პოლიტიკური პარტიების, ეს ქვეყანა არის ხალხის, საზოგადოების

არჩევნები მხოლოდ ის არ არის, რაც წარმოადგენს ინდიკატორს გარკვეული პოლიტიკური ძალების გადანაწილებისა პოლიტიკურ ველზე, ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს ქვეყანა არ არის პოლიტიკური პარტიების, ეს ქვეყანა არის ხალხის, საზოგადოების და საზოგადოება წონის ვის რამდენი, მანდატი გადასცეს იმისთვის, რათა წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლობით ორგანოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას.

მისი თქმით, დიაგნოზი დასმულია, მაგრამ მკურნალობაა შეუძლებელი, იმიტომ რომ არ ექვემდებარება მკურნალობას, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ჩაატაროს ეს გარკვეული პროცედურები – მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა იმ შეგნებით, რაც თუნდაც ამ მოხსენებაში ან მოხსენების განხილვაში იხილა საზოგადოებამ.

მადლობა იმ პოლიტიკურ პარტიებს, მადლობის თქმისაც მეშინია, ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რაღაც სიამტკბილობა გვაქვს, არა და არა, პირიქით, საკმაოდ უხეში, ხისტი კამათი მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა იგრძნეს, რასაც სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა ჰქვია ამ უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, ამ პანდემიის პირობებში, ამ მსოფლიო ომის პირობებში, სადაც ეს პატარა საქართველო თავისი უშველებელი პრობლემებით შუაში იმყოფება, აი ამისათვის ვამბობ მადლობას, სწორი ნაბიჯიც უნდა შევაფასოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...