spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ...

“არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი” – გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატზე – გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატზე

თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ პარტიას ეყოლება თავისი კანდიდატი და არ იგეგმება სხვა პარტიებთან კოალიცია და ალიანსი:

როდესაც თბილისის მერზე ვსაუბრობთ, კანდიდატზე თბილისის მერობის – ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც რა თქმა უნდა თბილისის მერის არჩევნებს ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად – თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, მისი თქმით კანდიდატის სახელს და გვარს არ დაასახელებს.

მოდით ასე შევთანხმდეთ. მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძაან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ. ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, იმ მიზნის მისაღწევად, რომ დავაღწიოთ თავი როგორმე ამ მოჯადოებულ წრეს თავი. მე არ მომწონს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ მოსწონს – უმრავლესობას არ მოსწონს ის ქაოსი რაც დღეს ხდება – ის ლანძღვა, გინება, ცემა, ტყეპა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა დაიცალა შინაარსისგან და ეხლა უკვე მოქალაქის ინტერესისგანაც დაიცალა და ამიტომ ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ჯერ საქართველოს მოქალაქე ცენტრში უნდა დავაბრუნოთ და შემდგ შინაარსიც უნდა დავუბრუნოთ“. – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას პარტია “საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...