პარასკევი, ივნისი 27, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი: ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია -...

ირაკლი ღარიბაშვილი: ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია – ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი

ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გადმოცემული ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ ჩამოვიდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რისთვისაც სრული მზაობაა:

ქალბატონო ელჩო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღეს საქართველოშია. კიდევ ერთხელ მადლობა ამ დახმარებისთვის.

ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის – „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის.

ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის“ კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო.

კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის თქმით, “ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ამერიკის მთავრობის საჩუქარია ქართველი ხალხისთვის საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის ნიშნად. ელჩის შეფასებით, აშშ მოხარულია, საქართველოს გადასცეს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა, როგორც ნაწილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა:

აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე და ახლა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რასაც შეუძლია, ნამდვილად შეებრძოლოს გლობალურ პანდემიას, ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას, რაც აშშ-მა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მათ შორისაა 3 განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრის გადაცემა, ასევე ჟანგბადის გამომმუშავებელი აღჭურვილობის გადაცემა თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს 300 პაციენტისთვის საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

დიპლომატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და სამინისტროს თანამშრომლებს დაუღალავი შრომისა და შესანიშნავი კოორდინაციისთვის, რომლებმაც უზრუნველყვეს, რომ ჩამოსული ვაქცინა დროულად მივიდეს ქართველ ხალხთან.

მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეკუთვნის ვაქცინაცია საქართველოში, ისარგებლოს ამ შემთხვევით და აიცრას რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს არის საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღდგენისთვის. მე უკვე გავიკეთე „ფაიზერის“ ორი დოზა, ასევე საელჩოს გუნდის უმეტესმა ნაწილმა. ასე, რომ მე გირჩევთ და მოგიწოდებთ, აიცრათ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ამირან გამყრელიძესთან ერთად დახვდა. “ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 24 ივლისიდან , აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა მოქალაქეებს 16 წლიდან შეეძლებათ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა – დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები”...

ძვირადღირებული ჩანთების თემის ერთგვარ "პოლიტეკონომიურ" გარჩევას ახდენს პარლამენტის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...