spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ წაქეზება, წახალისება და...

“ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ წაქეზება, წახალისება და მწვანე შუქი მათთვის, ვინც უნდათ, რომ დაგეშონ ჟურნალისტების წინააღმდეგ” – ეკა მიშველაძე

საქართველოს პროკურატურასთან ჟურნალისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მედიის წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს. ტვ “პირველის” ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა იყო ხელისუფლების მიერ წაქეზებული:

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, 5 და 6 ივლისის მოვლენების შემდეგ მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლებამ განახორციელა ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე სპეცოპერაცია. მას შემდეგ სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ როდესაც ხელისუფლების წევრები საკუთარ მაგალითზე აქეზებენ მოქალაქეებს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ წაქეზება, წახალისება და მწვანე შუქი მათთვის, ვინც უნდათ, რომ დაგეშონ ჟურნალისტების წინააღმდეგ. ოღონდ ეს არ არის პერსონალურად ჟურნალისტების წინააღმდეგ.

ეს არის ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, გამოხატვის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ თუ არ იქნება კრიტიკული მედია, თუ არ იქნება ჩვენს მიერ დასმული კრიტიკული შეკითხვები და შეფასებები და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ეს იქნება რუსეთი. და ჩვენ არ გვსურს, რომ ვიცხოვროთ რუსეთში. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ვდგავართ ქუჩაში.

სტუდიებიდან სწორედ ამიტომ გამოვედით ქუჩაში და მათგან განსხვავებით, აი ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს, შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეებს, ჟურნალისტებს. რა მნიშვნელობა აქვს რა პროფესიის ვართ ჩვენ.

ჩვენ ყველა ადამიანს წარმოვადგენთ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ოჯახში მივდივართ, ჩვენი ტელეეთერებიდან. ასე, რომ ამათგან განსხვავებით ჩვენ ყველა ადამიანი გვიყვარს, არავინ არ გვძულს, არავის მიმართ არ გამოვხატავთ სიძულვილს და არც არავიზე ვძალადობთ. იმიტომ, რომ კრიტიკული შეკითხვის დასმა და მოწოდება, რომ აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს.

ეს არ არის ძალადობა. ძალადობა არის ის, რაც ხდებოდა 5 და 6 ივლისს, ძალადობა არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, როგორც ძალადობთ ჟურნალისტებზე და როგორც ძალადობთ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე – აი ეს არის ძალადობა“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...