spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადე, თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე..."...

“თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადე, თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე…” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მედიასთან მიმართებაში შედარებებს აკეთებს წინა ხელისუფლებასთან. პრემიერის კომენტარი დისკუსიაში გადაიზარდა და ღარიბაშვილმა უშუალოდ მიმართა ჟურნალისტებს:

,,ერთ რამეს გეტყვით, თქვენ ყველანი სააკაშვილის დროს როგორ იყავით? – სახელმწიფო იყო მოძალადე როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე.

თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადე. თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა – ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. აი ეს არის მთავარი.

თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე, პარლამენტში მინდა რომ გიხილოთ თქვენ. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა უნდა იყოს განვითარება და ვაქცინაციაა და რომ დღეს შემოდის ,,ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა:

,,მთავარი მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ მთელი ჩვენი აქცენტი და მთავარი ამოცანა უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე, რომელზეც თქვენ არ საუბრობთ. ,,ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის დღეს 500 000 დოზა, რომელიც არის აშშ-ს მთავრობის დახმარება. ამას გარდა, 1 500 000 ჩინური ვაქცინა არის საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს აქტიური ჩართულობისკენ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...