,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა არის პრიორიტეტი ამ არჩევნებზე, რომ სტრატეგია შესაბამისად განისაზღვროს:
,,სტრატეგია აღმაშნებელი“ არის პარტია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კვლევაზე დაფუძნებულს, ინფორმირებულ არჩევანს აკეთებს ყოველთვის, ამჟამად ვატარებთ კვლევას და შედეგების შესაბამისად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არჩევნებთან მიმართებაში.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თბილისში ჩატარებული ბოლო არჩევნების შედეგები, სადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო 23%, ხოლო სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა 37%, ანუ ქართულმა ოცნებამ აიღო 40% თბილისში, 60% აიღო ოპოზიციამ, მაგრამ ამ ოპოზიციიდან 37% არის ისეთი ადამიანები, ვისაც არ მოსწონს არც ,,ქართული ოცნება”, არც ,,ნაციონალური მოძრაობა”.
,,სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარი არის რეფერენდუმი და თუ რეფერენდუმში მონაწილეობ, მაშინ მე მჭირდება პროპორციული ხმა რომ მოვიტანო – მერობის კანდიდატი, მაჟორიტარობის კანდიდატი და სრულფასოვანი მონაწილეობა მჭირდება არჩევნებში.
თვითმმართველობის არჩევნები არის სპეციფიური და ჩვენთვის თუ პრიორიტეტი არის ვადამდელი არჩევნები, ანუ 43%-ის ვერაღება ,,ქართული ოცნების” მიერ, მაშინ მე უნდა ჩავატარო სრულფასოვანი კამპანია, მაგრამ ჩვენ ოპონენტებს როგორ ესმით: მოდი, ახლა ჩვენ დავაყენებთ მაჟორიტარობის/მერობის კანდიდატებს – დაგვჭირეთ მხარი, ოღონდ გამოდით ცალკე სიით. მე თუ ცალკე სიით გამოვალ და კანდიდატები არ მეყოლება, ვერანაირ ხმას ვერ მოვიტან. სწორი ამოცანა, ჩვენთვის მთავარი თუ არის პროპორციული არჩევნები და 43%, ჩვენ ასე გვგონია, რომ აუცილებელია ბევრი კანდიდატის არსებობა, რაც შეიძლება ბევრი ხმა წავართვათ ,,ქართულ ოცნებას”.
მე მგონია, რომ ეს არის სწორი არჩევანი, სტრატეგია. სხვას ჰგონია სხვანაირად. ორივე აზრს აქვს თანაბარი არსებობის უფლება. ამის გამო არავინ არ უნდა ჰკადროს თავის თავს, რომ დაუძახოს მოღალატე ან შეკრული. ჩვენ თუ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ განსხვავებული აზრის პატივისცემა ვისწავლოთ პირველ რიგში – ამას მოვუწოდებ ჩვენ ოპონენტებს!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


