პარასკევი, აპრილი 19, 2024

“სამწუხაროდ გვეყოლება ცესკოს არაკონსესუსური თავმჯდომარე და კომისიის წევრები” – პაატა მანჯგალაძე

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა დეპუტატთა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება მომდევნო რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ:

,,წარმოდგენილ კანდიდატებს ოპოზიციამ არ დავუჭირეთ მხარი და არა იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლების მიერ მოწონებული კანდიდატები არიან, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, არამედ კონკრეტული ადამიანის მიმართ გვაქვს კითხვები – დაკავშირებული პრინციპულობასთან, ობიექტურობასთან.

სამწუხაროდ გვეყოლება ცესკოს არაკონსესუსური თავმჯდომარე და კომისიის წევრები, არადა იყო სულისკვეთება ისეთი ცვლილებების, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული