ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტისგან საჭირო მხარდაჭერა...

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტისგან საჭირო მხარდაჭერა კვლავ ვერ მოიპოვეს

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა მეორედ უყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს. ამჯერადაც, ვერც ერთმა კანდიდატმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატურამ, გიორგი სანტურიანმა 4 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 11 კი, წინააღმდეგი იყო.

ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ გია ცაცაშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, 10-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო მეორე კანდიდატმა, ლელა ტალიურმა 18 ხმა მიიღო, წინააღმდეგი 2 დეპუტატი იყო.

ცესკოს წევრობის მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, 2-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატმა, მაია ზარიძემ 77 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 10 -ის წინააღმდეგ.

იმის გამო, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა კვლავ ვერ მოხდა, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

რადგან ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩევა მოხდება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მოხდებოდა, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა.

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების პირველი კენჭისყრა რიგგარეშე სესიის 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

"დიდი შანსია "არა არაბობის "უკან "დიდი რუსობის "პროექტი იდგეს. მოძრაობებს,...

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი...

“რუსეთს მაინც ვერ ვავნებთ და მილიონ ქართველს რომ გამოგვიყრიან უკან, მერე რას ვშვებით?” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონის “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” 2026 წლის 1 იანვიდან აღსრულება და გამოცხადდეს...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე „შინაური ბინადარი ცხოველების...