spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას...

“ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას წაართვეს კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა – ჩვენთვის ეს მიუღებელია” – ნათია მეზვრიშვილი პარლამენტში შს მინისტრის მოსმენის ჩაშლაზე

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

მეზვრიშვილმა აქცენტი გააკეთა 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მოსმენის ჩაშლაზე და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ და „ქართულმა ოცნებამ“ ერთობლივად წაართვეს მოსახლეობას ქვეყანაში მომხდარ ძალადობაზე არსებულ კითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა.

გადავხედოთ რა მოხდა პარლამენტში 18 ივლისს. ფაქტია უკვე – შემდგარი ფაქტია, რომ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას წაართვეს კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ამ მხრივ ჩვენ თამამად შეგვიძლია დავსვათ ტოლობის ნიშანი,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, არ ემხრობა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებას, არამედ ხელისუფლების მხრიდან მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასა და საზოგადოების კითხვებზე პასუხების გაცემას მიიჩნევს აუცილებლად.

ჩვენ ვითხოვდით მომხდარ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ქართული ოცნების მხრიდან.

ჩვენ არ ვთვლით, რომ უნდობლობის გამოცხადება ამ ეტაპზე რაიმე შედეგს გამოიღებს. ვთვლიდით და დღესაც ვითხოვთ ამას, რომ უფრო გონივრული იქნებოდა ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობას ახალისებდნენ, არაფერი გააკეთეს ძალადობის აღსაკვეთად და რეალურად დაუცველობის განცდა გააჩინეს ქვეყანაში – პარლამენტში უნდა მიბრძანებულიყვნენ: ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი – და იქ უნდა გაეცათ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი.

ამის ნაცვლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდოდა, ამაში ყველაფერში ხელი შეუწყო. ამ ოპოზიციურმა ძალამ რეალურად თავიდან აარიდა ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას.

ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვითხოვთ, რომ რამდენადაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ – „ქართულ ოცნების“, ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა მიბრძანდნენ და პარლამენტის წინაშე საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უნდა გასცენ პასუხი,“ – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციას პარტია “საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...