ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ,...

ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ხვალინდელ დღეს – კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მიმართა და 5 ივლისს, დედაქალაქში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა ის ადამიანი, ვინც მედიის წარმომადგენლებზე ძალადობდა, ქვეყნის განვითარებას და მომავალს აზიანებდა.

მინდა, ასევე მოგესალმოთ მედიის წარმომადგენლებს და მოგმართოთ, როგორც მერობის კანდიდატმა, როგორც მოქმედმა მერმა, მმართველი გუნდის წევრმა, როგორც მოქალაქე კახა კალაძემ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ, 5 ივლისს განვითარდა. რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი – დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...