spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე - როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც...

კახა კალაძე – როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი

არაერთხელ მითქვამს – როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სვლას არ შეწყვეტს.

რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა. მქონდა დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის – არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე, როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაში შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ.

არცერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, – განაცხადა დეგაქალაქის მერმა.

ქალაქის სათავეში დიდი ამბიციით მოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, თბილისში ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები – მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული, მომავლის თბილისზე გათვლილი. იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის შემდეგ ცდილობ, დედაქალაქში, გარკვეულ სისტემაში სხვადასხვა სექტორი მოაქციო, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნება და დადებითი მუხტია ჩემთვის. როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად, ყოველდღიური საქმის კეთება გიწევს, რომელიც ხედავ, როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი – ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მაგარი გადარჩენილი ვარ. წილოსანმა ჯერ კიდევ მაშინ დამბლოკა, როცა ეს კანონები არ არსებობდა”...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა...

“მე ამ სიყვარულმა მომცა ძალა და მაცოცხლებს კიდევ, ვიცი, ვიქნები თქვენთან ერთად და მეც...

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა...

“ერთადერთი რაც შერჩათ “ნაცებს” – დასავლეთის ჯერ კიდევ შემორჩენილი მხარდაჭერა, რომელიც ნელნელა ილევა” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებს აფიქსირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...