შაბათი, აპრილი 27, 2024

“შარლ მიშელს ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის საწინააღმდეგოდ” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც უკმაყოფილებას გამოხატავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მისამართით, რომ მან საქართველოში ვიზიტით ყოფნის პერიოდში არაფერი თქვა ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებაში:

შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია – დღეს პოეტის ეს სიტყვები მიტრიალებს სულ თავში შარლ მიშელის მორიგ, გუშინდელ ვოიაჟს რომ ვიხსენებ საქართველოში.

რა იყო ეს გადაჭარბებულად მომფერებელი ტონი?! ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის საწინააღმდეგოდ, რაც მათ შორის მისი სახელობის დოკუმენტთან სრულ წინააღმდეგობაშია.

ასეთ ევროპამდე მისასვლელად ერთი კი არა ათი თაობა არ გვეყოფა. არა ყველაფერი თავიდანვე გასაგები იყო როცა დავტოვე მისი ფორმატი ლამის პირდაპირ ეთერში. რას ვიზამთ შარლ მიშელი ვალონი ანუ ეროვნებით ფრანგია, ბიძინა საფრანგეთის მოქალაქე, ფრანგი ოლიგარქები არნოს თამადობით დღედაღამ მუშაობენ ან ნაძირალას გადასარჩენად. ჰოდა, სად იყო და სად არა მიადგენ მიშელს. აგერ შედეგი, აგერ ევროპა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული