spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქრისტიანული ძალა,...

“ქართული ოცნება” – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქრისტიანული ძალა, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, რომელიც ახალისებს და გეგმავს ძალადობას – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფაქტების თაობაზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, შს მინისტრი გაექცა შეკითხვებს, ხოლო მმართველი პარტიის შეფასებისას აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა:

,,კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ,,ქართული ოცნება“ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქრისტიანული ძალა, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, რომელიც ახალისებს და გეგმავს ძალადობას.

ბატონმა გომელაურმა, დამალა მთელი პოლიცია, როცა ქუჩაში ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, მაგრამ ახლა – დღეს, როდესაც ის მოდიოდა პარლამენტში ეტყობა ძალიან ეშინოდა და სამართალდამცავების უზარმაზარი ,,კორდონები“ შემოგვარტყა, ამ შენობის გარშემო.

მაშინ პოლიციას არ ეცალა იმისთვის, რომ ჟურნალისტები დაეცვა. დღეს პოლიციას ეცალა იმისთვის, რომ ერთი შს მინისტრი, რომელიც პარლამენტში მოდიოდა, მისი დაცვის დიდი ალყა, ალაყაფი შემოერტყა პარლამენტისთვის.

რაც ყველაზე სამწუხაროა, დღეს ის გაიპარა. დღეს ის გაექცა შეკითხვებს. ჟურნალისტების პროტესტი თურმე მას უხერხულობას უქმნის, როცა უხერხულობას არ უქმნიდა ჟურნალისტებზე ძალადობა.

ჩვენმა ფრაქციამ 5 ივლისამდე დავიბარეთ ეს ადამიანი – არ მოვიდა. იმიტომ, რომ იცოდა ის დაგეგმილი ძალადობა, რომლის მომსწრენიც ყველანი გავხდით.

ამიტომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად ავხდით ფარდას ,,ქართული ოცნების“ მოძალადე, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობამ მოსახლეობის აღწერის შედეგები გააყალბა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს სტატისტიკის...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...