spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მოვითხოვ სისხლის სამართებლივი დევნის დაწყებას ყველა იმ ადამიანის...

“მოვითხოვ სისხლის სამართებლივი დევნის დაწყებას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა ორგანიზებულმა ძალადობამ გამოიწვია ტელეკომპანია ,,პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიკვდილი” – ხატია დეკანოიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ გენერალურ პროკურატურაში შოთაძის უწყებას წერილობით მიმართა და მოითხოვს, რომ 5-6 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო დაუყოვნებლივ დადგეს ყველა ორგანიზატორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი:

,,მოვითხოვ სისხლისსამართებლივი დევნის დაწყებას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა ძალადობრივმა ქმედებებმაც და მოწოდებებმაც – ორგანიზებულმა ძალადობამ გამოიწვია ტელეკომპანია ,,პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიკვდილი.

კერძოდ, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიხილეთ, რამდენიმე დღის მანძილზე, გავრცელებული ვიდეო კადრები და მე ეს მტკიცებულებები მოვიტანე. როდესაც რამდენიმე ადამიანი, კერძოდ, კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, გურამ ფალავანდიშვილი – ეს ადამიანები ღიად ძალადობისკენ მოუწოდებდნენ ორგანიზებულ ჯგუფს და აორგანიზებდნენ თვითონ ძალადობას, რაც არის რეალურად 239 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის ძალიან მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დადგომა.

კონსტანტინე მორგოშიამ, რომელიც ღიად მოუწოდებს ,,სირცხვილიას“ ოფისში შეჭრისკენ, გურამ ფალავანდიშვილი და ზურაბ მახარაძე სასწრაფო წესით უნდა დაიკითხონ.

მხოლოდ ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება არ არის საკმარისი. სასწრაფოდ უნდა დააპატიმრონ ეს ადამიანები!“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...