ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე: არაფერი არ დგას სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე...

ირაკლი კოვზანაძე: არაფერი არ დგას სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და საინვესტიციო გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ

არაფერი არ დგას ადამიანის სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა. უნდა გაგრძელდეს გამოძიება და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ. მან დღევანდელი კომიტეტის სხდომა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, 5 ივლისს და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გამოხმაურებით დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს და აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენები არის არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ მას ეკონომიკური მდგენელიც აქვს. მისი თქმით, ქვეყანა რთულ პერიოდს გადის. ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა. ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საინვესტიციო გარემოს:

ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ტურიზმის მნიშვნელობაზე დამატებით რამის თქმა ზედმეტად მიმაჩნია, საკმარისია აღინიშნოს, რომ ტურიზმი ჩვენთან კურსწარმომქნელი ფაქტორი გახდა, ხოლო მომსახურეობის სექტორს ჩვენი მშპ-ის 70%-ზე მეტი უკავია.

რომელი უცხოელი ჩადებს ქვეყანაში ფულს სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება, რომელი უცხოელი ჩამოვა სამუშაოდ თუ აქ უცხოელებს სცემენ, რომელ ბიზნეს კონტაქტებზე შეიძლება საუბარი თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა.

ჩვენ პირველ რიგში პარლამენტმა მთავრობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს განცდა აღდგეს და იყოს ქვეყანაში. მსგავსი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს. ამ დროს კი ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ გვჭირდება და მისი დეფიციტი გვაქვს. ძალიან კარგია რომ პარლამენტში მოვა შსს მინისტრი და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ამ წუთებში 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დააკავონ ყველა პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაჩერებენ” – სტრატეგია აღმაშენებელი

"სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმიანება პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისთვის პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებას...

“ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის...

“მორჩით სულელებზე გათვლილ რუსულ პროპაგანდას, “რუსი და მშვიდობა” იგივეა, რაც ვეგანი მგელი” – პაატა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება ცალკეულ გავრცელებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...