ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუ გააჩენთ განცდას, რომ ხარვეზები ხელოვნურად არის შექმნილი...

“ნუ გააჩენთ განცდას, რომ ხარვეზები ხელოვნურად არის შექმნილი და რომ სასურველ ვაქცინაზე რეგისტრაცია “ჩაწყობით და ქართულ-ჯიგრულ პონტში” ხდება” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე შექმნილ ხარვეზთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ინფექციის მზარდი მაჩვენებლის ფონზე ერთადერთი გამოსავალი მასიური ვაქცინაციაა, მოსახლეობა ამას ვერ ახერხებს რადგან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე რეგისტრაციის შეფერხებაა.

ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რომ აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას:

ვაქცინაზე რეგისტრაციის საიტი კვლავ გათიშულია. ინფექციის მზარდი მაჩვენებლის პირობებში, გაუარესებული ეპიდვითარების პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის მასიური ვაქცინაცია. ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ ვერ ახერხებს, რომ საიტმა გამართულად იმუშაოს.

უამრავი ადამიანი ელოდებოდა ფაიზერის ვაქცინის შემოსვლას. 1 მილიონის ნაცვლად შემოიტანეს 28 000, მაგრამ ამაზეც შეუძლებელია დარეგისტრირება.

მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრს, რომ იმოქმედოს მყისიერად, აღმოფხვრას ხარვეზი და ისედაც შეფერხებული ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო არ დაზიანდეს. ნუ გააჩენთ განცდას, რომ მსგავსი ხარვეზები ხელოვნურად არის შექმნილი, რომ სასურველ ვაქცინაზე რეგისტრაცია “ჩაწყობით და ქართულ-ჯიგრულ პონტში” ხდება“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...