კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19ამერიკულ-გერმანული წარმოების "pfizer"-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია

ამერიკულ-გერმანული წარმოების “pfizer”-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას აუწყებს, რომ ამერიკულ-გერმანული წარმოების “pfizer”-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია. სამინისტროს ინფორმაციით აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება და განისაზღვრა 7 სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შეეძლებათ იმუნიზაცია:

✅”pfizer”-ით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი და რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

✅”pfizer”-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია:
„ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“
„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“
„ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“
ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“
ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“
ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ამ ეტაპისთვის, “pfizer”-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.

✅„ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო “სინოფარმით” და “სინოვაკით” იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

✅”pfizer”-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
✅”pfizer”-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

🔹ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/
🔹COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

“pfizer”-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

“pfizer”-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...