შაბათი, ივლისი 5, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს პარლამენტიპარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომიტეტის მიერ თითოეულ ხელმომწერთან კომუნიკაციით შემოწმდა და დადასტურდა პარლამენტის 91 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა.

შესაბამისად კომიტეტმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში 9 წევრი იქნება. კომისიის თავმჯდომარედ რეკომენდებულია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, კომისიის მდივნად კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ლევან იოსელიანი.

წევრები იქნებიან: ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარე, პაატა მანჯგალაძე – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო იობაშვილი და პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...