სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ლექსო აღარ არის - ეს არის შედეგი, რომელიც...

“ლექსო აღარ არის – ეს არის შედეგი, რომელიც ყველამ ვნახეთ 5 ივლისს” – მირანდა ბაღათურია

გარდაცვლილი ოპერატორის კოლეგა, ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია უდიდესი ტკივილით იხსენებს 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს, როცა ერთად მუშაობდნენ და ლექსო ლაშქარავამ სწორედ მასთან ერთად გადაიღო ბოლო კადრები. ამასთან ჟურნალისტი 99%-ით დარწმუნებულია, რომ ტვ “პირველის” ოპერატორის გარდაცვალება უკავშირდება 5 ივლისს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას:

,,პირველი შემთხვევაა, როცა არ ვიცი რა ვთქვა. გარდა იმისა, რომ ლექსო აღარ არის, მგონია, რომ განადგურდა ამ ფაქტით სრულიად მედია კორპუსი. იმიტომ, რომ ეს არის შედეგი, რომელიც ყველამ ვნახეთ 5 ივლისს. არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ იქამდე, სანამ ბუნებრივია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ გვექნება და სანამ თავის სათქმელს არ იტყვის. თუმცა 99%-ით ვარ დარწმუნებული, რომ რა შედეგიც დაგვიდგა, ის რომ ლექსო აღარ არის, გამოწვეულია ამ დღიდან.

ხო გადამეფარა და ეს კიდე ათმაგად მძიმეა ჩემთვის იმიტომ, რომ მასთან ერთად ვმუშაობდი იმ დღეს, 20 წელია ოპერატორი იყო და ბოლო კადრები გადაიღო ჩემთან ერთად. თან იყო საშინელი ძალადობის მსხვერპლი და ამას, რომ ვყვები ხოლმე მგონია ადამიანები ვერ აღიქვამენ რაზე ვლაპარაკობ. მას 20-მდე ადამიანი ურტყამდა და ურტყამდა საკმაოდ დიდი ხანი. ის რომ ცოცხალი იყო, იმ წამს ყველაზე ბედნიერი ვიყავი გულლწრფელად, რომ ცოცხალი იყო.

და ახლა, 5 დღის მერე, რომ აღარ რის ცოცხალი – ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ წლების განმავლობაში, რომ ჩვენ მედიის წარმომადგენლები არაფერს არ ვნიშნავთ არავისთვის.
მე მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა ახლა, ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამართლებდა ჩვენს მიმართ ძალადობას, გულწრფელად მრცხვენია მათ ნაცვლად,,,“, – განაცხადა ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: "ტოტალიტარიზმი...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...