შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" გმობს ძალადობრივ ქმედებებსა...

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” გმობს ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებს, ორგანიზებულ თავდასხმას ჟურნალისტებზე და პარლამენტში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს იბარებს

ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული საპარლამენტო ფრაქცია მედია წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს კატეგორიულად გმობს და შინაგან საქმეთა მინისტრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს:

2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10-ზე მეტი მედია საშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათ ნაწილს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს მკაფიო პასუხი და ადეკვატური რეაგირება 5 ივლისს განხორციელებულ ორგანიზებულ თავდასხმებზე.

5 ივლისის დაგეგმილ მსვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ძალადობისკენ არაერთი მოწოდების ფონზე, ფრაქციამ მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში – მთავარ საკითხზე პასუხებისთვის, თუ როგორ გეგმავდა სახელმწიფო ადამიანების უსაფრთხოების დაცვას. ბატონი გომელაურის დუმილი და მთავრობის წევრების ორაზროვანი და ანტიკონსტიტუციური განცხადებები კი საფუძველი გახდა ორგანიზებული ძალადობის, რაზეც დღესაც არ აქვს პასუხი ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ხელი შეუშალოს კონსტიტუციური უფლების განხორციელებას, დაახარისხოს ადამიანები და ამისთვის ღიად წაახალისოს ძალადობა, არყევს ქვეყნის ფუნდამენტს და არის მხოლოდ რუსეთის ინტერესში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა, მაშინ როდესაც თითოეული სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება სრულიად შესაძლებელია არსებული ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე. შინაგან საქმეთა მინისტრი ზოგად განცხადებებს აკეთებს, ძირითადად თავს იმართლებს და კიდევ უფრო სახიფათო სიტუაციას ქმნის როგორც დაუსჯელობით, ისე 5-6 ივლისის მოვლენების შეუსაბამო, არაპროფესიონალური შეფასებებით იმაზე, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა რესურსი სიტუაციის სამართავად.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ გმობს ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებს, ორგანიზებულ თავდასხმას ჟურნალისტებზე, და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათი პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

ფრაქცია კიდევ ერთხელ მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულება – უკვე მეორედ ფრაქციის მოწვევის საფუძველზე მოვიდეს საქართველოს პარლამენტში და პასუხი გასცეს ყველა კითხვას 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...