შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილებებით სახელმწიფო კონტროლის ეფექტური...

სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილებებით სახელმწიფო კონტროლის ეფექტური მექანიზმი იქმნება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელა.

მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში არსებული ხარვეზების გასწორებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებას და სხვა პრობლემური საკითხების გადაჭრას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღებით და სათამაშო ბიზნესის სფეროში საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირების შესაძლებლობით, გაიზრდება მისაღები გადასახადებისა და მოსაკრებლების საერთო რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის აღებას დაექვემდებარება თამაშობების და არსებითი პროდუქციის მიწოდება, როგორც თამაშობის ორგანიზატორისათვის, ისე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პირებისთვის. შესაბამისად, ასეთი პირები სანებართვო რეგულირების და კონტროლის ფარგლებში დაექვემდებარებიან შემოსავლების სამსახურის მიერ დანერგილი ელექტრონული კონტროლის სისტემაში ჩართვას და ამ გზით, სახელმწიფო მოიპოვებს სრულ წვდომას მათ ფინანსურ ოპერაციებზე და ფინანსური ოპერაციებით ფულის გათეთრების რისკები გამოირიცხება.

გასულ წელს გავაძლიერეთ აზარტული თამაშების ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის შიგნით და წარმოდგენილი ცვლილებით კონტროლის ქვეშ, მოექცევა ისეთი საქმიანობა, რომელიც აქამდე არ იყო სისტემური კონტროლის ქვეშ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტის შესაბამისად ზუსტდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების დეფინიცია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი პირის ცნება. კანონპროექტი ითვალისწინებს არსებითი პროდუქციის/მომსახურების განმარტებას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სათამაშო სექტორის საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, პრაქტიკაში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას, ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...