ორშაბათი, მაისი 19, 2025
16.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი...

“ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი, დასაყრდენი ძალა” – სალომე ზურაბიშვილმა

ავღანეთში ქართული კონტიგენტის სამშვიდობო მისია დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ სამხედრო დანაყოფს სიტყვით მიმართეს:

,,ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი, დასაყრდენი ძალა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ მაგალითი სხვებისთვის. საქართველო NATO-ს პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს მის ღირებულებებსა და უსაფრთოების პრინციპებს. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – განაცახადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,17 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა – მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი. NATO-ს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ჯარის მონაწილეობა და მსხვილი კონტრიბუცია არის მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

“წინააღმდეგობის პლატფორმა”: “საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი”

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი "წინააღმდეგობის პლატფორმა" განცხადებას...

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა - "რას ისურვებდით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე…” –...

პაატა მანჯგალაძე ეხმიანება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტი ქოცია🤷🏻‍♀️” – ელისო კილაძე მარიამ შენგელიაზე

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი, მარიამ შენგელია შეკითხვაზე - “რას ისურვებდით, სამი...