spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ჩანაცვლდება" -...

“ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ჩანაცვლდება” – კახა კალაძე

“ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და კონკრეტული განმარტებები გააკეთა:

ავტობუსების განახლების პროგრამა უკვე დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ალბათ თქვენც ხედავთ, უკვე როგორ მრავლად დადიან ქალაქში მწვანე, 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისელებს ემსახურება. ასევე, დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლების და ჩანაცვლების პროგრამა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა პირველი 300 ერთეული მიკროავტობუსი, სადაც კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ავტობუსები გამოესყიდა. მინდა, დადასტურებულად გითხრათ, რომ პირველი ივლისი იყო ის თარიღი, როდესაც უნდა დასრულებულიყო ჩვენ მიერ შეძენილი 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვა. კომპანიამ ეს მიკროავტობუსები გამოისყიდა იმ ღირებულებით, რა ღირებულებითაც ჩვენ შევიძინეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი და კომპანია ჯამში კიდევ 700 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდიან.

მიღებული თანხებით ვაპირებთ, კიდევ დამატებით შევისყიდოთ მიკროავტობუსები. კომპანიას აქვს ვალდებულება, შეიძინოს დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსი. საერთო ჯამში, ეს ახალი შესყიდვა არის 700 ერთეული. 300 უკვე ნაყიდი გვყავს და ჯამში, 1000 მიკროავტობუსი წლის ბოლოდან უკვე მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას.

წლის ბოლოდან ქალაქში აღარ იმოძრავებს არცერთი ძველი, ყვითელი მიკროავტობუსი, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა ადამიანებისთვის, თუნდაც თავისი გამონაბოლქვით. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი, რომელიც ძალიან დიდი იყო ჰაერის დაბინძურებაში, წლის ბოლოდან ეს პრობლემა მოგვარებული იქნება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება.

იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის, მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ ამ მიმართულებით, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთადერთი რაც შერჩათ “ნაცებს” – დასავლეთის ჯერ კიდევ შემორჩენილი მხარდაჭერა, რომელიც ნელნელა ილევა” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებს აფიქსირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით...

“ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ...

როგორც გაირკვა, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის, შსს ახალი...

✨ “შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით...

⛪️ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს უწმინდესისა და უნეტარესის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...