შაბათი, ნოემბერი 1, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და...

“12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება” – განათლების სამინისტროს განცხადება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2021 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს ასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ შემუშავდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად, ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში. ამდენად, ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხავს.

ახალი მიდგომა გაზრდის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში, ასევე ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.

აპლიკანტთა ჩარიცხვის პროცესში გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მექანიზმები, რაც, პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტთა შერჩევა-შეფასების მიმართულებით გაცილებით მოქნილ მიდგომებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის დამსაქმებლებთან ერთად, თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.

2021 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე – vet.emis.ge და vet.ge. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კამპანიის “გამომყევი აჭარაში” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო...

“ჩემს დროს გაგზავნილი სტუდენტების 99% ბრუნდებოდა ქვეყნის სამსახურში” – მიხეილ სააკაშვილი

"განათლების საერთაშორისო ცენტრის" დახურვის გადაწყვეტილებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ახლა ნახავთ რა ღირს ქოცის ე.წ. მხარდამჭერების ერთგულება და სიყვარული” – ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...