spot_img
მთავარიეს საინტერესოაკამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კამპანიის “გამომყევი აჭარაში” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის, 500 მილიონამდე წვდომა დააგროვა. კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა ვიქტორია მელნიჩუკმა აიღო. მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 200 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზე კონტენტ-კრეატორი ამირან ზარქუა გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 70 მილიონამდე წვდომა დააგროვა. მესამე ადგილი მოგზაურმა ფოტოგრაფმა ზურა გელაშვილმა (47 627 267 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა (38 256 846 წვდომა) დაიკავეს.

საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე ინფლუენსერებს სასტუმროებმა „კასტელო მარე“, „ქორთიარდ მერიოტი“, „ჰოუმი“, “მონარქი”, “ვაიო რეზორტი” და კომპანიებმა “აჭარა ტური”, “Royal Travel”, “ამბასადორი აილენდ ბათუმი”, „ტურ ინვესტი“, „ნოვა“, „ლიდერჰაბი“. მათი რჩეულები კონტენტ-კრეატორები ლუკა ზარქუა, ხვიჩა ასამბაძე, ირმა ირემაძე, ჯაბა გოგიტიძე, ვიქტორია მელნიჩუკი გახდნენ. აჭარის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კამპანიის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

წელს, კამპანიაში 40-მდე კონტენტ კრეატორი დარეგისტრირდა, თუმცა ყველაზე კარგი შედეგები იმ კონტენტ-კრეატორებმა აჩვენეს, რომლებიც აქტიურად მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. შედეგად, მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 6000-მდე პოსტი გამოაქვეყნეს, მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით 260 მილიონით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 400-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და შიდა ტურისტებს გააცნეს აჭარის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, წელსაც აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 4 და 5 აპრილს...

“მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადაუმოწმებლად არ გასცეთ პერსონალური ინფორმაცია” – სს “თელასის” განცხადება

სს „თელასის“ განცხადებას ავრცელებს და აბონენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რომ...

“⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 3 აპრილი, 2026 წელი” –...

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 3 აპრილი,...

“ნაბიჯ-ნაბიჯ პლასტმასის გარეშე” – მთავრობის გადაწყვეტილება პლასტმასისგან დამზადებულ პროდუქციასთან დაკავშირებით

პლასტმასისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქციის აკრძალვასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...