spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილს უნდა, რომ არ ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, კორუფციაზე....

“ივანიშვილს უნდა, რომ არ ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, კორუფციაზე. არ უნდათ რომ ილაპარაკონ უამრავ გაჭირვებაზე, რაც ქვეყანაშია” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერში, გადაცემა “პირველ ხაზში” მწვავედ ისაუბრა ქვეყნაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე და აღნიშავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ამ პრობლემებზე იყოს საუბარი:

,,სად არის ხალხის პრობლემა?! – გამაგებინეთ.

სად არის ჭიათურის პრობლემა, რომ ყვირილა შავია და ეკოლოგიურად გაუბედურებულია?!

სად არის ფოთის პრობლემა?! ფოთში პორტი – ერთადერთი საპორტო ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ასე მშიერია!

სად არის ბოლნისის და დმანისის პრობლემა?! – ოქრო გადის და მშიერია!

სად არის რუსთავის პრობლემა?! – კატასტროფული მდგომარეობაა!

სად არის ლეჩხუმის და ცაგერის პრობლემა, ამდენი ჰესი რომ აქვთ?! რატომ არის ეს ხალხი ჰესის წინააღმდეგი? – ამდენი ჰესი აქვთ და კაპიკი ამ ოჯახებს არ უნახავთ. ეს პრობლემები სად არის?!

ეს არის ივანიშვილის თამაში!

საზოგადოებას ვეუბნები – ჩვენ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ივანიშვილის თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებთ! მას უნდა, რომ არ ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, კორუფციაზე. არ უნდათ, რომ ილაპარაკონ უამრავ გაჭირვებაზე, რაც ქვეყანაშია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება...

„დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...