შაბათი, აპრილი 27, 2024

“ყველა ღონეს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწიებული ახლადშექმნილი ქართული სახემწიფო, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ მრავალი ათეული წლების წყვეტის შემდეგ, მას მოვუფრთხილდეთ” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა 5 ივლისის მძიმე შედეგებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნავს, რომ ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშეა. ხოლო დაზარებულ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს გამოჯანმრთელება უსურვა:

,,არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც არ ემიჯნება ძალადობას. ამიტომ კარგი იქნება ხოლმე თუ შეკითხვებს დავსვამთ სხვა ფორმით და სხვა ტონით.

მინდა, ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზიანდა არამხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერ სხვა ადამიანს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არამხოლოდ გუშინ იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო, არამედ აქციის დღემდეც.

ყველამ ჩვენ თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომ ეს სამშობლო არის უამრავი გამოწვევის წინაშე, მათ შორის, ოკუპაციის წინაშე. ყველამ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული ახლადშექმნილი ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ მრავალი ათეული წლების წყვეტის შემდეგ – 90-იან წლებში, მას მოვუფრთხილდეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული