მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე უმწვავეს შეფასებას აძლევს 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით კი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას:
“5 ივლისი იყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ!
40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორია დაშავებული!
ომი გინდათ?! -მიიღებთ ომს! არ დაგითმობთ ამ ქვეყანას!!!
პრემიერი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

