ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ჩვენ ვაფრთხილებდით "პრაიდის" ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ...

“ჩვენ ვაფრთხილებდით “პრაიდის” ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეაფასა თბილისში დღეს მომხდარი ფაქტები, გაემიჯნა ძალადობას და აცხადებს, რომ რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ინტერესში:

პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში.

ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.

გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის.

ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა „პრაიდის“ ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფაქტია, რომ „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის – ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში.

საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი.

მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...