შაბათი, მაისი 18, 2024

“ღირსების მარშის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ განთავსებული კარვები დაარბიეს

დაძაბულობაა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცოტა ხნის წინ “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგებმა და რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები დაარბიეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ჯგუფები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან არიან მობილიზებული.

რადიკალური დადგუფებების ერთი ნაწილი კი პარლამენტის შესასვლელთანაა მობილიზებული.

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ისინი მობილიზებულები არიან “ღირსების მარშის” ჩასაშლელად, ნებისმიერ ადგილას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული