spot_img
მთავარიCOVID 19"სტრატეგია აღმაშენებელი", ჩვენი გუნდის წევრები, სადაც ვივლით ქალაქებში,...

“სტრატეგია აღმაშენებელი”, ჩვენი გუნდის წევრები, სადაც ვივლით ქალაქებში, სოფლებში, დაბებში, ყველგან ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგთან ერთად დამატებით გვექნება კიდევ ერთი პრიორიტეტი – ეს არის ვაქცინაციის კამპანია – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ პარტია იწყებს ვაქცინაციის აუცილებლობის კამპანიას, რადგან ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ძალას ამ პროცესში ჩართვისაკენ:

,,ევროკავშირმა” არ შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, როდესაც შეიყვანა აზერბაიჯანი, სომხეთი, სხვა ქვეყნები. იმ ქვეყნების სიაშიც კი არ შეგვიყვანა, სადაც მომავალში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომლებიც შეიძლება გადავიდნენ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, იმ მაჩვენებლების გამო, როდესაც სიკვდილიანობა 3-4-ჯერ მეტი გვაქვს 1 მლნ მოსახლეზე, ვიდრე აღნიშნულ ქვეყნებში. როდესაც ვაქცინაციის მიზერული მაჩვენებელი გვაქვს. იგივე მოიმოქმდა აშშ-ის ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრმა“ წინა თვეში, როდესაც განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეგვიყვანა. ასე ვერც ეკონომიკას ავამოქმედებთ, არც ტურისტი ჩამოვა და რაც მთავარია, დავკარგავთ ათეულობით სიცოცხლეს ყოველდღიურად.

ამ ფონზე, როდესაც როგორც იქნა მივიღეთ 1 000 000 ჩინური ვაქცინა, იმედია დაპირებული მილიონი ,,ფაიზერის“ ვაქცინაც დროულად შემოვა და თვის ბოლომდე მივიღებთ. ამის ფონზე, ჩვენ ვერ ვხედავთ აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ გასული 6 თვის განმავლობაში ხელისუფლებას ჰქონდა სრული ჩავარდნა სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით. იგივე მოსახლეობასთან, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო კამპანიას, მოსახლეობის ჩართულობას, ცნობიერების დონის ამაღლებას, მითებთან და ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლას.

ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ახლა – წინა საარჩევნო პერიოდი იწყება, რომ ჩვენ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“, ჩვენი გუნდის წევრები, სადაც ვივლით ქალაქებში, სოფლებში, დაბებში, ყველგან ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგთან ერთად დამატებით გვექნება კიდევ ერთი პრიორიტეტი – ეს არის ვაქცინაციის კამპანია.

ეს არის კამპანია, რომ ყველა ადამიანს სოფლად, ქალაქში, ყველა დასახლებაში, მივაწოდოთ ინფორმაცია ვაქცინაციის სარგებლობაზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ადამიანები ჩაერთონ ვაქცინაციაში.

ამიტომ ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდება უახლოესი 3 თვის განმავლობაში ვაქცინაციაზე ინფორმაცი მიწოდება და ამ სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილს ავიღებთ ჩვენს თავზე.

ასევე, მოვუწოდებ სხვა პარტიებს, რომ იგივე გააკეთონ, ყველანი შევალთ ყველა ოჯახში, დავაკაკუნებთ ყველა კარზე – ეს არის უნიკალური შანსი, რომ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია, ადამიანების დარწმუნება შევძლოთ – უდიდესი ბერკეტი გვაქვს პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენ ამას გავაკეთებთ! ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებ, ყველა პოლიტიკური ძალიდან, არაპარტნიორებსაც და არაპოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს – იგივე გააკეთონ. იმიტომ, რომ სახელმწიფოს იმედი, მთავრობის იმედი, როგორც ჩანს, არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ტყუილად შეეჭიდეთ ფასებს ქოცებო, ჯობს ისევ დიფსთეითს მიაწვეთ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ფასებთან დაკავშირებით მმართველი...

📢 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ხალხისთვის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის გამო, შეკრების მონაწილეთა...

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა: "📢 29 აპრილს საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...