spot_img
მთავარიკანონი და სამართალიმართლმსაჯულების გასაღებს აუცილებლად გადავცემთ ქართველ ხალხს და სასამართლო...

მართლმსაჯულების გასაღებს აუცილებლად გადავცემთ ქართველ ხალხს და სასამართლო სისტემას გავათავისუფლებთ კლანისგან – გიორგი ვაშაძე

რაც არ უნდა ყალბი პროცესი შექმნან მოსამართლეების დანიშვნის, ვერც ეს მოსამართლეები იქნებიან უვადო მოსამართლეები, პირდაპირ და ღიად ვამბობ ამას და არც კლანს ჩავაბარებთ საბოლოოდ მართლმსაჯულებას“ – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მოსამართლეების საკითხს. გიორგი ვაშაძის თქმით, მათ სისტემატიური კომუნიკაცია აქვთ მესამე სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან და საბოლოო ჯამში კლანური მმართველობის დასამარცხებლად ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებენ.

მართლმსაჯულების გასაღებს აუცილებლად გადავცემთ ქართველ ხალხს და სასამართლო სისტემას გავათავისუფლებთ კლანისგან. ამისათვის ჩვენ სისტემურად ვმუშაობთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან და ასევე დასავლელ პარტნიორებთან.

შარლ მიშელის დოკუმენტს სწორედ აღსრულების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციების კომპონენტი, რომელზეც სულ უფრო და უფრო მიდის ინტენსიური მსჯელობა. ამიტომ რაც არ უნდა ყალბი პროცესი შექმნან მოსამართლეების დანიშვნის ვერც ეს მოსამართლეები იქნებიან უვადო მოსამართლეები, პირდაპირ და ღიად ვამბობ ამას და არც კლანს ჩავაბარებთ საბოლოოდ მართლმსაჯულებას.

ჩვენ გვქონდა რამდენიმე საათიანი სიღრმისეული მსჯელობა სამოქალაქო სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ვიქნებით თანმიმდევრულები და გავათავისუფლებთ მართლმსაჯულებას კლანისგან და გადავცემთ გასაღებს საქართველოს მოქალაქეებს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...