ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ფაქტია, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით"...

“ფაქტია, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით” – მამუკა ხაზარაძე

,,ლელო – საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ კომენტარი გააკეთა ხელისუფლის მხრიდან ოპოზიციონერ ლიდერებთან მიმართებაში სასამართლო პროცესების განახლებასთან დაკავშირებით და კონკრეტულ მიზეზებთან დაკავშირებით საუბრობს:

,,ფაქტია, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ფაქტია, რომ ჩვენმა გააქტიურებამ პარლამენტში, განსაკუთრებით ანტიკორუფციული მიმართულებით, საკმაოდ სერიოზული შიში გამოიწვია ხელისუფლებაში. ასევე, სასამართლო კლანში იმ განცხადებებმა, რომლებიც ,,ლელოს“ დელეგაციის დროს გაჟღერდა შეერთებულ შტატებში სენატორებისგან, რომ დაწყებულია მუშაობა მოსამართლე კლანის წევრების სანქცირებაზე და ეს აუცილებლად მოხდება.

მე ამის პირობს გაძლევთ, რომ ამ ქვეყანაში დავასრულებთ ამ ერთმმართველობას და პოლიტიკური საქმეების ასე შეკერვას. ჩვენი განწყობა არის ზუსტად ისეთივე როგორიც იყო პირველ დღეს.

მთელმა მსოფლიომ, არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ექსპერტი თუ ორგანიზაცია დაწყებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, დამთავრებული ნებისმიერით – არ ეთქვას, არ დაეწეროს, არ გამოექვეყნებინოს, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არ აქვს არანაირი დანაშაულის ნიშნები.

ეს არის, კიდევ ვიმეორებ, შეშინებული ხელისუფლება და შეშინებული კლანის მოქმედება“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...