ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაზარალებული ,,მზეთუნახავი“ არ მოიყვანონ...

“ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაზარალებული ,,მზეთუნახავი“ არ მოიყვანონ აქ, სასამართლოში” – გიგი უგულავა

დღეს, გიგი უგულავას სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც არ გამოცხადდა გამოძიების მთავარი მოწმე, დაზარალებული ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი, რომელთან მიმართებაშიც ოპოზიციონერ ლიდერს კონკრეტული შეფასებები აქვს და აცხადებს, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერი:

,,ხელისუფლება მალავს გავაშელიშვილს. ჯერ გამოგვიცხადეს, რომ დასავლეთ საქართველოში არის და უნდა ჩავრთოთო, რაც ჩვენ გავაპროტესტეთ. შემდეგ, როდესაც ჩართეს, აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში და შეკითხვაზე, – თუ როდის ბრუნდება? – ჯერ თქვა, რომ დასაფლავებაზეა, მერე თქვა, რომ ცუდად არის, მოკლედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ,,მზეთუნახავი“ არ მოიყვანონ აქ, სასამართლოში.

როდესაც გავაშელიშვილისთვის გამონაკლისი ხდება წესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მას უბრალოდ მფარველობს და მფარველობს ერთი რამის გამო: იმიტომ, რომ ქურდს ქუდი ეწვის. ეს ადამინი მისი დაქირავებული ზონდერია, მისი დავალებით მოქმედებდა- – მისი დავალებით დაგვესხა თავს!“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...