პარასკევი, ივნისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ჩვენ ახლა გავდივართ ე.წ. "ოქროს შუალედს" ანუ "დანის...

“ჩვენ ახლა გავდივართ ე.წ. “ოქროს შუალედს” ანუ “დანის პირზე” მივდივართ“- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ,,დელტა“ შტამის გავრცელება უფრო ინტენსიური ხდება, ხოლო ქვეყანაში მისი მაჩვენებელი დაახლოებით 10%-დან 20%-მდე მერყეობს, შესაბამისად აუცილებელია რეგულაციების დაცვა:

,,სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ასევე ჩვენი მოდელირებით ვფიქრობთ, რომ დღეს 10-20%-მდე შეიძლება მერყეობს ,,დელტა“ შტამის ცირკულაცია ქვეყანაში.

მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო იმდენად რამდენადაც ,,დელტა“ შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის რიგ ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.

დღევანდელი მონაცემით, თუ არ ვცდები, 85 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად დაცვა იმ რეკომენდაციების და რეგულაციების, რაც არსებობს ქვეყანაში.

ჩვენ ახლა გავდივართ ე.წ. ოქროს შუალედს ანუ დანის პირზე მივდივართ: ერთის მხრივ, ზაფხულია – ეკონომიკა მეტად იხსნება და აუცილებელია, რომ მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, მაგრამ მეორეს მხრივ, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვა, რომ ეპიდსიტუაცია  არ გაუარესდეს. ჯერ-ჯერობით ეპიდსიტუაცია ივნისში სტაბილურია, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, ინციდენტობის მაჩვენებლით 100 ათას მოსახლეზე, ასევე დადებითობის მაჩვენებლით, თითქმის ერთ დონეზე მერყეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...