spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს, ქართველ ხალხს შია, იხრჩობა ვალებში, არის უმუშევარი...

“დღეს, ქართველ ხალხს შია, იხრჩობა ვალებში, არის უმუშევარი და გარბის ქვეყნიდან!” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის კონკრეტული შეფასებები წარუდგინა:

,,მე ვსვამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: ბატონო ირაკლი მე მახსოვს, თქვენ რომ პირველად წარგადგინეს პრემიერ-მინისტრად, მთავარი საკითხი, რაზეც თქვენ საუბრობდით იყო სამართლიანობის აღდგენა.

დღეს, როცა თქვენ მეორედ ხართ პრემიერ-მინისტრი, სხვათა შორის, ბევრი ვალი თქვენი წინამორბედების აღებულია, კვლავ დავსვათ კითხვა: ვისთვის აღდგა სამართლიანობა საქართველოში? აღდგა სამართლიანობა პენსიონრისთვის? აღდგა სამართლიანობა ახალგაზრდა ადამიანისთის, რომელიც ქვეყნიდან გარბის სამუშაო ადგილის საძიებლად? აღდგა სამართლიანობა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის? აღდგა სამართლიანობა ვეტერანებისთვის? პოლიციელებისთვის? თუნდაც, საჯარო მოხელეებისთვის – რომელთაც ხელფასი არ გაზრდია წლებია.

ვისთვის აღდგა სამართლიანობა? – ,,ქართული ოცნების“ ელიტისთვის, რომელიც ძალიან კარგად გრძნობს თავს ქვეყანაში. დიახ! თქვენ და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები ფულსაც აკეთებენ, შემოსავალიც ბევრი აქვთ, კარგადაც ცხოვრობენ – ამიტომაც არის, რომ თქვენი პრეზენტაციის დროს ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, ეს ბედნიერებაც გეტყობოდათ, მაგრამ ჩვენი, ოპოზიციის მოვალეობაა შეგახსენოთ, ბატონო ირაკლი, რომ დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყანა.

დღეს, ქართველ ხალხს შია, იხრჩობა ვალებში, არის უმუშევარი და გარბის ქვეყნიდან!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“კარგი შვილი ხარ! მარტო მშობლებისთვის არა… საქართველოს კარგი შვილი ხარ!” – ხათუნა ხოფერია ცოტნე...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია განსაკუთრებით პოზიტიურ...