spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენი მოღვაწეობის შედეგი - 74 200 654 000...

“თქვენი მოღვაწეობის შედეგი – 74 200 654 000 ლარი საქართველოს ჯამური ვალი” – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

პარლამენტის სხდომაზე ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დეტალურად წარმოადგინა საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და აღნიშნა, რომ ,,დიახ! ქართული ოცნების“ მოღვაწეობის და მმართველობის პერიოდში საქართველო გაღარიბდა/დაკარგა ეკონომიკა/დაკარგა პერსპეტივა. ქართველი ხალხი არის ვალებში!“:

,,40 711 645 000 – ეს არის საქართველოს მოქალაქეების და ქართული ბიზნესის ვალი საფინანსო ინსტიტუციებთან. ეს არის სხვა ვალი, მეორე ძალინ დიდი ვალი, რომელიც საქართველოში დაგროვდა, წინა გამოსვლისას რომ გაჩვენეთ, 33 489 000 000 ლარი – ეს კიდევ სხვა ვალია. შესაბამისად ამ 2 ციფრს თუ გავაერთიანებთ, რაც ბატონ ფინანსთა მინისტრს დავუთვალეთ წინა სხდომაზე – საქართველოში გამოდის, რომ ჯამური ვალი 74 200 654 000.
ეს არის ვალი, რომელიც ერთის მხრივ სახელმწიფომ, ანუ თქვენ დააგროვეთ სახელმწიფო ვალი და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს აქვს ვალი საბანკო ინსტიტუციებისთვის.
ეს ვალი და ეს ციფრი მიუთითებს, რომ ყველაფერი ვალშია, ყველაფერი დალომბარდებულია, აბსოლუტურად უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში.

რა მიიღო საქართველომ ამ ვალის ასეთი კოლოსალური ზრდით?
– ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა ალბათ ბევრს ჰგონია, რომ შეიძლება გაიზარდა საქართველოში – “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში: დოლარში შემცირდა 147$-ით; წლიური ინვესტიციები შემცირდა 1 მლრდ დოლარიდან 616 მლნ დოლარამდე; საშუალო ხელფასი 134$-იდან შემცირდა 100$-მდე; სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა 82 500 ადგილით; 1 000 654 000 იყო სამუშაო ძალა – 200 000-მა ადამიანმა იმიტომ, რომ ვერ ნახა ადგილი ქვეყანაში დატოვა საქართველოს ტერიტორია.
უმუშევრობა გაიზარდა.

შობადობა და დემოგრაფია – უმძიმესი ვითარება გვქვს, შემირდა. ,,ქართული ოცნების“ მოღვაწეობის პერიოდში ბატონო პრემიერო, განახევრდა ქორწინების რაოდენობა და ვართ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაში და პირობები.

რა მიიღო საქართველომ ,,ქართული ოცნების” მმართველობის პირობებეში? – საქართველო ევროპის ნაცვლად, რეალურად აფრიკაშია. ჩვენთან ისევე შიათ, როგორც აფრიკაში. ჩვენთან ისეთივე უმუშევრობის მაჩვენებელია, როგორც აფრიკაში. ჩვენთან ისეთივე დიდი ვალებია, როგორც აფრიკაში.

დღეს საქართველოში ფაქტობრივად ადამიანები ვალს იღებენ იმისთვის, რომ იყიდონ მედიკამენტები და ამის მაგალითია პენსიონრები. დღეს საქართველოში ადამიანები ვალით ყიდულობენ ყოველდღიურ საჭმელს – პურს. დღეს საქართველოში ვალის ვალით ცხოვრობს ხალხი.
ჯერ აქვს ბანკის ვალი, მერე მიკროსაფინანსოში იღებს, რომ ბანკში გადაფაროს, მერე ესეც რომ არ ჰყოფნის, მიდის ლომბარდში და მერე კარგავს ქონებას!

დიახ! ქართული ოცნების“ მოღვაწეობის და მმართველობის პერიოდში საქართველო გაღარიბდა/დაკარგა ეკონომიკა/დაკარგა პერსპექტივა. ქართველი ხალხი არის ვალებში! იხრჩობა ვალებში! სახელმწიფოს აქვს აკიდებული უზარმაზარი ვალი და პერსპექტივა არ ჩანს არსად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

ისეთი ვალი აგვკიდეთ, არათუ მივუახლოვდით, არამედ გადავაჭარბეთ კრიტიკულ ზღვარს და საქართველო შეიძლება “შავ სიაში” შეიყვანონ – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

მიხეილ სააკაშვილი: “ძირს კლეპტოკრატიული დიქტატურა!”

"მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას პროტესტმა" - აცხადებს საქართველოს მე-3...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...