,,ლეიბორისტული’’ პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში არ შესვლის გამო მეორე მოსმენით მიიღეს კანონი და აგრძელებენ მასობრივ პოლიტიკურ რეპრესიებს მათი პარტიის წინააღმდეგ:
,,პარლამენტში არ შესვლის დაუმორჩილებლობის და სიტყვის არ გატეხის პასუხად რეჟიმი აგრძელებს მასიურ რეპრესიებს ,,ლეიბორისტული“ პარტიის წინააღმდეგ.
მეორე მოსმენით უკვე მიიღეს კანონი და წაგვართვეს 3 700 კომისიის წევრი, რაც ნიშნავს ფრონტის ხაზზე ტანკების წინააღმდეგ შიშველი ხელებით დატოვებას, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე მივაწვებით, რადგან გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და ყველაზე კარგი პასუხი ამ რეპრესიის/დევნის უზნეობისათვის იქნება თქვენი მასობრივი მხარდაჭერა შემოდგომაზე ,,ლეიბორისტული“ პარტიისადმი, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეს მჩაგვრელი სისტემა – 30 წლიანი ფაქტობრივად, მოვიცილოთ და ჩავაბაროთ წარსულს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე