spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება2018-2021 წლებში სწავლის დაფინანსება 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო

2018-2021 წლებში სწავლის დაფინანსება 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო

დედაქალაქის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, 2018-2021 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტმა განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელა.

როგორც მან კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დაფინანსებისთვის ბიუჯეტი გაორმაგდა და დაფინანსება ჯამში, 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო. მათ შორის, 1 400 მაგისტრანტია.

გასულ წელს პანდემიამ დაგვანახა, რომ გაცილებით მეტი აღმოჩნდა ის სტუდენტი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ამიტომაც პროგრამა შევცვალეთ. სოციალური ქულები 70 000-დან 150 000-მდე ავწიეთ და ბიუჯეტი გავაორმაგეთ. ამჟამად, 5 000-მდე სტუდენტმა მიიღო დახმარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ წარმატებულ ახალგაზრდას, რომელიც სწავლას ამთავრებს და სამაგისტრო ეტაპზეა. მერიის სტიპენდია ასევე, 1 400-მდე წარმატებულმა მაგისტრანტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამაც – „ისწავლე და დასაქმდი“. ჩვენ მოვახდინეთ კვლევა, თუ რა პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი და სწორედ ამას მოვარგეთ სწავლის პროცესი. შედეგი ძალიან შთამბეჭდავია. პროგრამაში ჩართული მოქალაქეების 80% დასაქმებულია. ჯამში კი, 4 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს. დაფინანსება აქაც გავაორმაგეთ“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით კი, პროგრამით – „ისწავლე და დასაქმდი“ კმაყოფილია, როგორც კურსდამთავრებული, ასევე, დამსაქმებელიც.

ძალიან აქტუალური თემაა ის, რომ დამსაქმებელი ეძებს კადრს და ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს. ასევე, ბევრი ადამიანია, ვინც ვერ პოულობს შესაბამის სამსახურს და ძიებაშია. შესაბამისად, მინდა ვუთხრა მათ, ახლგაზრდებს, არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლება, არამედ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებაც. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით ზუსტად თუ რა მოთხოვნებია. ამ პროგრამის მეშვეობით ვამზადებთ მათ, რომ შეძლონ კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება გაუმარტივდეთ. ამით დამსაქმებელიც კმაყოფილია და ახალგაზრდებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ანდრია ბასილაიას თქმით, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და ის, რომ შესაბამისი სერვისები დედაქალაქის სხვადასხვა უბანშია ხელმისაწვდომი.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 5 000-მდე მოსწავლე/ახალგაზრდაა ჩართული. აქედან 1 200-მდე ახალგაზრდა უსასყიდლოდ იღებს სერვისს. გაუმჯობესდა სასწავლო და სამუშაო გარემო, დაინერგა ახალი სერვისები, დაიწყო სასახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია, რომ სერვისების მიწოდება ყველა უბანში თანაბრად გვქონდეს. ამისთვის გვაქვს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალი. ეს ცენტრები სავალალო მდგომარეობაში იყო. უკვე მოვახდინეთ ორი ფილიალის რეაბილიტაცია. მომავალში ყველა ცენტრის რეაბილიტაციაა დაგეგმილი“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს სახელოვნებო სკოლების მიმართულებითაც და მსგავს სკოლებში 2 630 სოციალურად დაუცველი მოსწავლე უფასოდ სწავლობს.

დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ფუნქციონირებს 34 სახელოვნებო სკოლა. 2 630 სოციალურად დაუცველი მოსწავლე სრულიად უფასოდ სწავლობს. გარდა ამისა, ფინანსდება 600-ზე მეტი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე. ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობების შენარჩუნების მიზნით, ფინანსდება 700-ზე მეტი მოსწავლე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“დაასახელეთ საქართველოს დოკუმენტირებულ ისტორიაში 2003-2012 წლებზე ობიექტურად უფრო წარმატებული 9-წლიანი პერიოდი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი საზოგადოებას მიმართავს და...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...